რეზონანსი
03.02.2023

ნიკა მელია არის წარსული. ჩვენ გვაინტერესებს მომავალი და მგონი, უნდა გაასწორონ ისრები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხალხის მთავარი მტერი არის ბიძინა ივანიშვილი და ვინმე თუ აპირებს ხაბეიშვილის ოპოზიციაში ყოფნას, ეს უმნიშვნელოა.

კითხვაზე, პარტიის დანარჩენი წევრები თუ ეთანხმებიან მანდატების დატოვების შესახებ მის განცხადებას, ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა:

„არ მაინტერესებს ნიკა მელიას აზრი და ეს არაერთხელ ავხსენი. თქვენ უტრირებთ ამას და რამდენიმე ეთერში ეს მე ავხსენი", - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნიკა მელიამ 2 თებერვალს განაცხადა, რომ პოპულიზმია მიხეილ სააკაშვილის გამოსახსნელად შევარდნისა და შეჭრის შესახებ განცხადებები. ამასთან, მელიამ კაპიტულანტური პოზიცია უწოდა მანდატების დატოვების შესახებ ლევან ხაბეიშვილის განცხადებას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×