რეზონანსი
03.02.2023

თუ რუსეთთან ფრენები აღდგება, ამით ცივილიზებულო სამყაროს წინააღმდეგ წავალთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რითაც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა.

დაუშვილის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება კიდევ ერთი შეხსენებაა იმის, რომ რუსეთთან ურთიერთობის დათბობა დაუშვებელია.

„მთელი ცივილიზებული სამყაროს მთავარი ამოცანაა, რომ რუსეთი უნდა დამარცხდეს და თუ ფრენები აღდგება, გამოვა, რომ ამით მათ წინააღმდეგ წავალთ მაშინ, როცა რუსეთი ყველგან დასანქცირებულია. სახელმწიფო დეპარტამენტმა პირდაპირ მოგვიწოდა, რომ თუ დღეს რაიმე არ შეიძლება, რუსეთთან ურთიერთობის დათბობაა. როცა რეგიონში ის გეოპოლიტიკური საფრთხეები არსებობს, რომელიც დაკავშირებულია უკრაინის ომთან, დაუშვებელია პირდაპირი ფრენების აღდგენა", - განაცხადა დაუშვილმა.

მისივე თქმით, სწორედ ამ გამოწვევების საწინააღმდეგოდ დაარეგისტრირეს პროექტი, რომლის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ რუსეთთან პირდაპირი ავიარეისები არ აღდგეს მანამ, ვიდრე რეგიონში საფრთხეები არსებობს.

ინფორმაციისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენა სანქციების საფრთხეს შეუქმნის კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×