რეზონანსი
03.02.2023

რუსეთმა საქართველოს საზღვარზე ერთადერთი სახმელეთო გამშვები პუნქტის - ზემო ლარსის მიმართულებით მოძრაობა მთლიანად დახურა.

ირკვევა, რომ გზა დაკეტილია ქართული მხრიდანაც. ორივე შემთხვევაში, მიზეზი უამინდობაა.

შემოსავლების სამსახურში ამბობე, რომ სხვა შემზღუდავი ნორმა გარდა კლიმატური პირობებისა, არ არსებობს.

„გუშინ, გზების დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც ზვავსაშიშროების გამო მთლიანი გზა ლარსამდე ჩაკეტილია. სხვა რამე, შემზღუდავი ნორმა საქართველოს მხრიდან არ არსებობს", - განუცხადეს შემოსავლების სამსახურში „ბიზნესპრესნიუსს".

გზების დეპარტამენტში კი ამბობენ, რომ ზვავსაშიშროება უკვე მოხსნილია, 2-3 საათში გაწმენდითი სამუშაოები დასრულდება და მსუბუქი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ, რაც შეეხება ტრაილერების მოძრაობას, მას არა საავტომობილო გზების დეპარტამენტი, არამედ საპატრულო პოლიცია არეგულირებს და ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას ეტაპობრივი აღდგენის შესახებ.

ინფორმაციისთვის, როგორც რუსული მედია ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით წერს, ლარსის დაკეტვის მიზეზი არის უამინდობა, რის გამოც უსაფრთხო გადაადგილება შეუძლებელი გახდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×