რეზონანსი
03.02.2023

კლინიკა „ვივამედის" გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მორიგ სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცა.

ნადირაძის თქმით, მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში" მოათავსეს, ყველას თანამშრომელს აუხსნა, რომ დიდი წნეხის ქვეშ მოუწევდა მუშაობდა.

ნინო ნადირაძე აცხადებს, რომ მის მიმართ ყველანაირ ზეწოლაზე მიდიოდნენ და ამის შესახებ მედიაგამოცემებიც წერდნენ.

„დიაზეპამი არ არის ხანგრძლივი მოხმარების პრეპარატი. ის მხოლოდ მწვავე სიტუაციებში გამოიყენება ინტრამუსკულარული სახით. ეს იყო ჩემი ერთადერთი ზეწოლა, როდესაც მე ჩავერიე ექიმის დანიშნულებაში. სხვა შემთხვევაში პირველი წამიდან, როდესაც პაციენტი შემოვიდა, დავიბარე ყველა თანამშრომელი და ავუხსენი, რომ მათ მოუწევდათ დიდი წნეხის ქვეშ მუშაობა. განსაკუთრებით გამიჭირდა უმცროსი „სტაფის" შერჩევა, ძალიან ეშინოდათ ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩენა. იმიტომ რომ ეს არ იყო მხოლოდ სამედიცინო საკითხი. ხომ კარგად გესმით? როდესაც 24 საათი მიკროფონით გდარაჯობს ჟურნალისტი, 24 საათი ვიღაცა გწყევლის... ყველაზე სამარცხვინო რაც იყო, 19 წლის ასაკში დამაბრალეს მამამთილის საყვარელი ვიყავი და მხოლოდ ამის შემდეგ გავიცანი გუგა. ეს ძალიან რესპექტაბელურ გამოცემებშიც დაწერეს, რაც ჩემთვის არის წარმოუდგენელი. მე მყავს ძალიან პატივსაცემი ოჯახი და მსგავსი ტიპის ზეწოლებზე მიდიოდნენ. მაშინ მგონი საძაგლიშვილი იყო, ჭკუა დავკარგე და ავუვარდი მას. მან მკვეთრად იუარა და თქვა, „რა ვქნათ, ჩვენს მომხრეებს ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ". ჩემს პროფესიას ეწირება ჩემი ოჯახის სიმშვიდე, ჩემს პიროვნულ გადარჩენას, ჩემს სიმშვიდეს არ შევწირავ სხვა ადამიანების პროფესიულ ღირსებას, სხვა ადამიანის ოჯახურ სიმშვიდეს, სხვის ხარჯზე მე არასოდეს გავაკეთებ ჩემი თავის სასარგებლოდ რაღაცა ქმედებებს", - აცხადებს ნინო ნადირაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×