რეზონანსი
03.02.2023

კლინიკა „ვივამედის" გენერალური დირექტორის ნინო ნადირაძის შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წამყვანი დიაგნოზი არის სასჯელაღსრულებაში ყოფნა, რადგან ის ვერ ეგუება გარემოს. ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის" გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ მიხეილ სააკაშვილის პროცესზე გამოკითხვის დროს ისაუბრა.

„რეანიმაციაზე საუბარი არის მუდმივად. აი, როდესაც სასამართლო პროცესი იყო, გადამიყვანეთ რეანიმაციაშიო. აუხსნეს, რომ კი ბატონო, მას მართალია რეანიმაციული პარამეტრები არ აქვს, მაგრამ თუ ასე დაჟინებით ითხოვს, არის VIP პაციენტი და რომ ავიცდინოთ დარტყმები და ლანძღვები, ძირითადად უხმოდ მორჩილებაში ვართ, ანუ ფაქტობრივად, ჩვენც მასთან ერთად ვიხდით სასჯელს. როცა ავუხსენით, რომ იქ ვერ შევა ადვოკატი, ვერ შევა დედა, ვერ შევა მნახველი და იქ მძიმე სურათია, უცებ გადაიფიქრა. როგორ გითხრათ, არარეანიმაციული პაციენტისთვის რეანიმაციაში ყოფნა ფსიქოლოგიურად არის დამანგრეველი. მე მის ფსიქიკას ძალიან ვუფრთხილდები, მე დღესაც ვაცხადებ და დღესაც მიმაჩნია, რომ მისთვის წამყვანი დიაგნოზი არის სასჯელაღსრულების სისტემაში ყოფნის - ის ვერ ეგუება იმ გარემოს, არ შეუძლია", - განაცხადა ნინო ნადირაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×