რეზონანსი
08.02.2023

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლის, უკრაინელი დეპუტატის ლიზა იასკოს განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც იასკო საქართველოს დროშას სისხლიანი უწოდებს.

„თუ რამე იყო სისხლიანი ამ ქვეყანაში, ეს იყო ლიზა იასკოს ქმარი მიხეილ სააკაშვილი თავისი რეჟიმით. საქართველოს სიმბოლიკა და ხუთჯვრიანი დროშა სისხლიანი ნამდვილად აღარ არის მას შემდეგ, რაც ის სააკაშვილი ქვეყანას ჩამოსცილდა", - აცხადებს დავითულიანი.

უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ სოციალურ ქსელში დაწერა: „ამ დროშის გვერდით ვცხოვრობდი და ვცხოვრობ ამდენი ხანი, მაგრამ მხოლოდ ახლა მომეჩვენა ეს დროშა სისხლიანი ... სისხლით დაფარული. ეს ადრე არ შემიმჩნევია".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×