რეზონანსი
08.02.2023

A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, მგზავრის აყვანის ან ჩამოსმის მიზნით, უფლება ექნებათ მანქანა ავტობუსის ზოლში გააჩერონ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ერთ-ერთი სიახლე, რაც ამ ტაქსის რეფორმის ფარგლებში განხორციელდება და რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ, არის ცვლილება საგზაო მოძრაობის წესებში, რომლის მიხედვით A კატეგორიის ტაქსის მძღოლს მიეცემა უფლება, ავტობუსის ზოლში გააჩეროს მანქანა მგზავრის აყვანის ან ჩამოსმის მიზნით. ეს ეხება მხოლოდ A კატეგორიის ტაქსის ნებართვებს. პროცესი უკვე მიმდინარეობს და ეს ცვლილება უნდა ამოქმედდეს 2023 წლის პირველი აპრილიდან", - აღნიშნა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×