რეზონანსი
08.02.2023

ამ წუთებში სამართალდამცველებს იმ ოჯახის სამივე წევრი, სადაც ბადრი ესებუა აიყვანეს, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში გადაჰყავთ. ჯერჯერობით უცნობია დააპატიმრებენ თუ არა ესებუას ნათესავებს - ომიანე ჯიქიასა და მის ოჯახის წევრებს დანაშაულის დამალვის გამო. სამართალდამცველებმა უკვე დალუქეს სახლი, რომლიდანაც ნივთმტკიცებად იარაღი, ხელყუმბარა და ვაზნები ამოიღეს. "მთავარი არხის " ინფორმაციით, ნათესავებს ბადრი ესებუამ 3 თვით შეფარება სთხოვა.

ესებუა გამთენიისას აიყვანეს, სავარაუდოდ, მაშინ, როცა აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა.

ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის"შენობაში შეიარაღებული შეიჭრა და ათობით მძევალი აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს და ადგილის უსაფრთხოდ დატოვებას ითხოვდა. რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციისა და მოლაპარაკების შემდეგ, ესებუამ მძევლები გაათავისუფლა, ოფიციალური ინფორმაციით, ნახევარი მილიონი ლარი წაიღო და მიიმალა. შსს ამბობდა, რომ ის საქართველოს ტერიტორიაზე რჩებოდა და ქვეყანა არ დაუტოვებია.

წყარო: "მთავარია არხი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×