რეზონანსი
08.02.2023

ეს არ შეეფერება მის სტატუსს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეზე, სადაც ის სოციალურ ქსელში წერს, რომ დუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორმა, ბატონმა ირაკლი კობახიძემ კარგად უნდა იცოდეს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტის მიერ დისკრეციულ კონსტიტუციურ უფლებამოსილების გამოყენებაზე მუქარა დაუშვებელია.

„სერიოზულად ამის განხილვა ალბათ არც შეიძლება. აქედან გამომდინარე, უნდა მიაქციოს ხოლმე ყურადღება პრეზიდენტმა, როდესაც ასეთი ტიპის განცხადებები კეთდება, იქ რა თქმა უნდა უფრო მეტად ზომიერი უნდა იყოს, უფრო მეტად უნდა მოზომოს განცხადებები. ვფიქრობ, რომ ეს არ შეეფერება არც ერთ შემთხვევაში მის სტატუსს", - აცხადებს სარჯველაძე.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, „მასაც და საზოგადოებასაც უმძიმესი რეაქცია ექნებათ".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×