რეზონანსი
13.02.2023

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, საკუთარ სახლში, გარდაცვლილი ნახეს. გენადი სრუმანიძე ხელვაჩაურის სუს-ის უფროსის თანამდებობიდან 2 თვის წინ გაათავისუფლეს.

გარდაცვლილის ცხედარი ჩაქვში, საკუთარ სახლში, რამდენიმე საათის წინ იპოვეს.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ის ბათუმიდან ჩაქვში საკუთარი მანქანით მიდიოდა. არსებული ცნობით, მას ტყვია აქვს მოხვედრილი. დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"მთავარი არხი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×