რეზონანსი
13.02.2023

შეუძლებელია, ქართველი ხალხი დადგეს იმ ჯგუფის გვერდით, რომელიც ითხოვს, რომ დამნაშავე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან კომენტარი გააკეთა თემაზე, შეძლებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა" პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხალხის ქუჩაში გამოყვანას.

„შეუძლებელია, ქართველი ხალხი დადგეს იმ ჯგუფის გვერდით, რომელიც ითხოვს, დამნაშავე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდეს. იმ ჯგუფის გვერდით დადგეს, რომელმაც შექმნა ადამიანის ჩაგვრის სისტემა და რეჟიმი. როდესაც ადამიანის ჩაგვრისა და რეჟიმის შემოქმედი ახლა იხდის სასჯელს, მის გათავისუფლების მოთხოვნაზე გვერდით დაუდგეს ქართველი ხალხი, ეს რომ არ მოხდება, ამას გვიდასტურებს გამოცდილებაც. წელზე მეტია მიხეილ სააკაშვილი იმყოფება საავადმყოფოში და იქ იხდის სასჯელს, ციხეშიც არ არის, ჩვენ ვხედავთ ხალხის მხარდაჭერა ამ საკითხს არ აქვს. ერთადერთი რაც არის, კვლავ ყალბი ინფორმაციის გავრცელება და ამით შეშფოთებების გენერირება. სხვა მხარდაჭერა ამ საკითხს არ აქვს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×