რეზონანსი
13.02.2023

დანაშაულები, რომელიც მერაბიშვილმა ჩაიდინა მას არ აძლევს არანაირ მორალურ უფლებას, რომ იყოს აქტიურ პოლიტიკაში,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, „მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ, რამდენად გაემიჯნებიან მერაბიშვილს „ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ და შევხედოთ რა მორალურ პრინციპებზე დგანან ის მხარდამჭერები, რომლებსაც ჩვენ ხშირად ვხედავთ ხოლმე „ნაციონალური მოძრაობის" გვერდით".

„ჩვენ დიდი ხანი ვსაუბრობდით ოლიგარქიულ არაფორმალურ მმართველობაზე „ნაციონალურ მოძრაობაში". ამას უკვე თავადაც ადასტურებენ და ვხედავთ რეალურად ვინ მართავს პროცესებს „ნაციონალურ მოძრაობაში". თავად ვანო მერაბიშვილის აქტიურ პოლიტიკაში ასე გამოჩენის პროცესს, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ, თუ ვინ მიიღებს მას პოლიტიკაში და მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის" უცხოელი მხარდამჭერებისგან როგორი რეაქცია იქნება ამაზე. ვანო მერაბიშვილმა, რომელმაც დადასტურებულად ჩაიდინა რამდენიმე დანაშაული, თუ არ ვცდები იგი გასამართლებული იყო რამდენიმე საქმეზე, სანდრო გირგვლიანის, 26 მაისის დემონსტრაციის დარბევის საქმეზე, ანუ საკითხებზე, რომელიც ეხება მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას და მოძალადეების მართლმსაჯულებისგან დახსნას, ასევე, ავტორიტარული რეჟიმის პირდაპირ შექმნას. ეს ადამიანი ცდილობს კვლავ დაიმკვიდროს თავი პოლიტიკაში. მან მართალია კანონის წინაშე სასჯელი მოიხადა, თუმცა, დანაშაულს აქვს როგორც სამართლებრივი, ასევე მორალური განზომილება და ის დანაშაულები, რომელიც მან ჩაიდინა, მას არ აძლევს არანაირ მორალურ უფლებას, რომ იყოს აქტიურ პოლიტიკაში. ახლა მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ, რამდენად გაემიჯნებიან მას „ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. შევხედოთ რა მორალურ პრინციპებზე დგანან ის მხარდამჭერები, რომლებსაც ჩვენ ხშირად ვხედავთ ხოლმე „ნაციონალური მოძრაობის" გვერდით, ვგულისხმობ მათ უცხოელ ლობისტებსა და მხარდამჭერებს", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა გადაცემა „ფეიგინ ლაივში" განაცხადა, რომ „დასავლეთის ზეწოლა უნდა წარიმართოს შიდა პროტესტების პარალელურად, რაც მეტი იქნება შიდა პროტესტი, დასავლელი მეგობრები უფრო გაბედულად იმოქმედებენ".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×