რეზონანსი
13.02.2023

რა შუაშია შურისძიება? - ცხადია, ექსპონატები უნდა იყოს შესაბამის ადგილზე , -ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ­ჟურნალისტებთან განაცხადა.

აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, უკავშირდება თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კულტურის სამინისტროს გენინსპექციის შესვლა პოლიტიკურ შურისძიებას, კერძოდ, მის მიერ სანდრო სულაბერიძის სოლიდარობის აქციაზე გაკეთებული განცხადების გამო.

„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეფასება გააკეთოს. რა შუაშია შურისძიება? ცხადია, ექსპონატები უნდა იყოს შესაბამის ადგილზე", - აღნიშნავს კალაძე.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კულტურის სამინისტროს გენინსპექცია შევიდა. მათივე მტკიცებით, დაახლოებით 2 წლის წინ ხელოვნების სასახლიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სვიმონ დადიანის 5 ნამუშევარი ექსპონატის სახით წამოიღეს. რომელიც ამ დროისთვის დაზიანებულია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პრეზიდენტი სანდრო სულაბერიძის სოლიდარობის აქციას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნავდა „მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს? - ცოტა არ იყოს სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს".

ცნობისთვის, ეროვნულ გალერეასთან, მხატვრის, სანდრო სულაბერიძის მიერ ეროვნულ გალერეაში საკუთარი ნახატის ნაცვლად, დატოვებული წარწერის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიების დაწყების გასაპროტესტებლად სახელოვნებო და საზოგადოების სხვა სფეროს წარმომადგენლები აქციას მართავენ. ადგილზე აქციის მონაწილეებმა ე.წ. პულივიზატორით წარწერის გაკეთება სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, რასაც ხმაური მოჰყვა.

ეროვნულ გალერეაში 4 თებერვალს გახსნილი გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან" პულვერიზატორითმონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა: „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!". აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის, ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×