რეზონანსი
13.02.2023

16 წლის გოგო ცოლად შერთვის მიზნით 34 წლის კაცმა ქუჩიდან გაიტაცა. შემთხვევა ორი დღის წინ, ხელვაჩაურში მოხდა. ოჯახმა პოლიციას დახმარებისთვის მიმართა. პროცესში ჩართულია სოციალური მომსახურების სააგენტოც.

ირკვევა, რომ არასრულწლოვნის დაოჯახების წინააღმდეგია ძმა. გოგოს გატაცებიდან ორი დღის შემდეგ კი, მშობლები აცხადებენ, რომ ოჯახები "მორიგდნენ და საქმე ხუთიანზეა".

პოლიცია და სოციალური მომსახურების სააგენტო იძიებს ამ საქმეს, უკვე ყველაფერი მოგვარდა და "ხუთიანზეა" საქმე. როცა გოგო-ბიჭს უყვართ ერთმანეთი, ჩვენ ვერაფერს გავხდებოდით," - ამბობს მამა.

TV25.GE-ის ინფორმაციით, არასრულწლოვანი ახლა ქედის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელშია.

"პოლიციისთვის ჩვენ არ მიგვიმართავს, გოგო ყვიროდა ქუჩაში. ჩემი მეორე შვილი, (ბიჭი) წინააღმდეგი იყო არასრულწლოვნის გათხოვების. მოგვარდა უკვე საქმე, შვილმა მითხრა, რომ უყვარს ის ბიჭი და ჩვენ ხომ არ დავაშორებთ?" - თქვა არასრულწლოვანის დედამ.

TV25.GE

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×