რეზონანსი
13.02.2023

ვეთანხმები, რომ ხელოვნება ცოცხალი და მარადიულია, მაგრამ ხელოვანმა თავისი აზრი საკუთარ ნამუშევარში უნდა გამოხატოს და არა ნამუშევრის ჩამოხსნის შემდეგ, ცარიელ კედელზე მსგავსი რამის დაწერით, - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე მხატვარ სანდრო სულაბერიძესთან დაკავშირებულ მოვლენებს.

მისივე თქმით, როდესაც გალერეაში ნამუშევრები იფინება, ამ ნამუშევრებზე პასუხისმგებელი გალერეაა.

„ვფიქრობ, ნამუშევრის ასე ჩამოხსნა, იღლიაში ამოდება და წაღება არ არის საუკეთესო ფორმა, თუნდაც პროტესტის გამოხატვისთვის. არ ვიცი, პრეზიდენტი რატომაა გაოცებული. ხშირად, ჩვენც ვართ პრეზიდენტის განცხადებებით გაოცებულები. არაფერი გასაკვირი არაა იმაში, რომ კონკრეტულ საკითხზე სხვადასხვა დამოკიდებულებაა", - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

4 თებერვალს, ეროვნულ გალერეაში, გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან" მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია". ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის, „ა" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×