რეზონანსი
13.02.2023

თავისთავად მნიშვნელოვანი ვიზიტებია, იმისთვის, რომ საქართველომ თავისი როლი კიდევ უფრო გაიმყაროს, როგორც სხვადასხვა რეგიონის დამაკავშირებელმა ქვეყანამ, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე მონაწილეობა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს როლი, ბოლო დროის განმავლობაში კიდევ უფრო იზრდება რეგიონში. რაც თავისთავად ძლიერ სახელმწიფო ნიშნავს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში, ეს როლი კიდევ უფრო იზრდება, მათ შორის შავ ზღვაში კაბელით, რომელიც ჩვენს რეგიონს აკავშირებს ევროპასთან და ასევე, ზრდის საქართველოს როლს ცენტრალურ აზიასთან დაკავშირების კუთხით, როგორც ე.წ. დამაკავშირებელი ჰაბის. ეს როლი, უკვე ყველასთვის ნათელია და ახლა მნიშვნელოვანია ამ როლის შევსება რაც შეიძლება ბევრი შინაარსით, იმიტომ, რომ სწორედ ამაში მდგომარეობს საქართველოს გეოპოლიტიკური გაძლიერება, რაც საბოლოო ჯამში ძლიერ სახელმწიფოს ნიშნავს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×