რეზონანსი
13.02.2023

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოქალაქე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის ტარებისთვის დაკავებულია 1 პირი.

ამავე ინფორმაციით, პოლიციამ BMW-ს მარკის მანქანა გააჩერა და გაჩხრიკა. უწყების წარმომადგენლებმა, მანქანიდან 2 ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

შს სამინისტროს წარმომადგენლებმა მანქანა დალუქეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×