რეზონანსი
13.02.2023

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ოდიოზური პირია და ამას პარტიის მხარდამჭერებიც კი ეთანხმებიან.

მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილის ინტერვიუ უტიფრობის თვალსაჩინო მაგალითი იყო.

„საუბრობდა, რომ მომავალში საქართველოში უნდა მოხდეს ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება. ფარდა ახადა იმ რეალურ მიზნებს, რაც მას და თავის პარტიას აქვთ. ვანო მერაბიშვილმა პირდაპირ ისაუბრა საქართველოში ომსა და ომის აუცილებლობაზე, რომელიც მიზნად აქვს დასახული თავის ქვეშევრდომებთან ერთად, ვისაც „ნაცმოძრაობის" ლიდერები ჰქვიათ. სინამდვილეში, მათ ამის რესურსი არ აქვთ, მაგრამ აქვთ სურვილი, რაც შეიძლება დააზიანონ ქვეყნის რეპუტაცია. ამ მიზნისთვის ოდიოზური პირების გამოყენება რამდენად იქნება შესაძლებელი, ამას საზოგადოება ნახავს", - განუცხადა რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს ვანო მერაბიშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×