რეზონანსი
13.02.2023

"კურიერის" ინფორმაციით, ხობის რაიონში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ქალია, სავარაუდოდ, დაპირისპირება თანხის გამო მოხდა.

დამნაშავეც და გარდაცვლილიც ზუგდიდიდან არიან. დამნაშავის ინდეტიფიცირება მალევე მოხერხდა.  ამ დროისთვის ეჭვმიტანილი დაკავებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

ცოტა ხნის წინ ხობის რაიონის სოფელ ხამიკურში ქალის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნება. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×