რეზონანსი
14.02.2023

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, მისთვის ​ყველაზე საინტერესო ნაწილი იყო ის, როდესაც ვანო მერაბიშვილი საუბრობდა იმაზე, რომ საქართველოში მომავალში უნდა მოხდეს ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება.

მისი თქმით, ამით ვანო მერაბიშვილმა აღიარა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ოცნებაა, საქართველოში ომის გაჩაღება.

„ჩემთვის ​ყველაზე საინტერესო ნაწილი იყო, როდესაც ვანო მერაბიშვილი საუბრობდა, რომ საქართველოში მომავალში უნდა მოხდეს ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება და „ნაციონალურმა მოძრაობამ" ამას უნდა შეუწყოს ხელი. ამით, ამ ადამიანმა აღიარა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ოცნებაა, საქართველოში ომის გაჩაღება", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა გადაცემა „ფეიგინ ლაივში" განაცხადა, რომ „დასავლეთის ზეწოლა უნდა წარიმართოს შიდა პროტესტების პარალელურად, რაც მეტი იქნება შიდა პროტესტი, დასავლელი მეგობრები უფრო გაბედულად იმოქმედებენ".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×