რეზონანსი
14.02.2023

სამართალდამცველების მიერ 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორია დაკავებული - ფონიჭალაში, გამსახურდიას ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

როგორც ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ კუპატაძემ განუცხადა, საგამოძიებო მოქმედებები, თბილისის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოსამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი, რომლებთანაც წინასწარ განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა, რაც ასახულია აუდიო-ვიდეოჩანაწერებით და გამოყენებული იქნება მტკიცებულების სახით.

ღონისძიება გრძელდება დღის განმავლობაში სხვადასხვა ქალაქში და დაკავებულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება", - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×