რეზონანსი
14.02.2023

როდესაც უნდათ, რომ საზოგადოებას, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებას დაანახონ, რომ თითქოს ის [მიხეილ სააკაშვილი] ცუდად არის, მაშინ დგამენ იმ სამწუხარო და იაფფასიან სცენებს, რომელიც ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მისი თქმით, თუკი მიხეილ სააკაშვილი დაიწყებს ნორმალურ კვებას, მას არც ახლა და არც მომავალში ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ შეექმნება.

„კადრებიც მეტყველებს, რომ ე.ი. როდესაც ავიწყდება, რომ უნდა გამოვიდეს მსახიობის როლიდან, როგორც ჩანს, დამხმარე საშუალებების გარეშე გადაადგილება თავისუფლად შეუძლია, მაგრამ, როდესაც უნდათ, რომ საზოგადოებას, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებას დაანახონ, რომ თითქოს ის ცუდად არის, მაშინ დგამენ იმ სამწუხარო და იაფფასიან სცენებს, რომელიც ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ. ფაქტი სახეზეა, ამ ადამიანმა თუ დაიწყო ნორმალური კვება არც ახლა და არც მომავალში ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ შეექმნება", - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

„იმედის კვირას" მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის ამსახველი ექსკლუზიური კადრები მიაწოდეს, რომლებიც სხვადასხვა დროს, 2022 წელს არის გადაღებული.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×