რეზონანსი
14.02.2023

ამ ადამიანს ნებსით თუ უნებლიეთ წამოსცდა იმ გეგმის შესახებ, რაზეც ჩვენ, „ქართული ოცნება" დიდი ხანია საზოგადოებას ინფორმაციას ვაწვდით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა გიორგი ჩალაძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

„მათ შორის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები, რომ ის პროცესები, რაც მიმდინარეობს „კრედიტ სუისში", ბიძინა ივანიშვილის სახსრებთან დაკავშირებით, დაკავშირებულია საქართველოს შიდა პოლიტიკასთან. როგორც აღმოჩნდა, დაკავშირებული ყოფილა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან, რადგან ამ ადამიანმა პირდაპირ გათქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება პრაქტიკულად იქნებოდა ტოლობის ნიშანი ბიძინა ივანიშვილისთვის იმ სახსრების გათავისუფლებაში, რომელსაც ახლა ედავება „კრედიტ სუისი", - განაცხადა ამილახვარმა.

„ნაცმოძრაობის" წევრმა გიორგი ჩალაძემ ტვ „პირველის" ეთერში განაცხადა: გაუშვით მიშა, მე გაძლევთ პირობას, ბიძინას გაყინულ ფულს, მე ჩავუდგები სათავეში, რომ გავათავისუფლებინო.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×