რეზონანსი
14.02.2023

ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე, 72 ნომერში მდებარე ქსელური მაღაზია "ორი ნაბიჯის" ფილიალი გაქურდეს. შემთხვევა დღეს, 14 თებერვალს, დილით მოხდა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, მაღაზია არასრულწლოვანებმა გაქურდეს. მათ მაღაზიის კარის მინა ჩაამტვრიეს და ისე მოახერხეს შიგნით შესვლა.

წაღებულია რამდენიმე კოლოფი სიგარეტი.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×