რეზონანსი
14.02.2023

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიორგი ჩალაძის მიერ ტვ „პირველის" ეთერში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„ღიმილისმომგვრელია, როცა გიორგი ჩალაძე, ასე ვთქვათ, „ნაციონალური მოძრაობის" ახლად აღმოცენებული ლიდერი, ასეთ განცხადებას აკეთებს. ბევრს არ მოსწონს - საქართველოს სხვა როლი უნდა ჰქონოდა რუსეთ-უკრაინის ომში. თავად ჩალაძის განცხადება, ბიძინა ივანიშვილის „კრედიტ სუისთან" ურთიერთობა, ევროპარლამენტარების რეზოლუციები, აქ მოქმედი რადიკალური ოპოზიცია, ენჯეოსექტორი, ეს არის ერთიანი ქსელი, რომელიც ერთ საქმეს ემსახურება და ეს არის ერთ-ერთი ნაწილი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და იმდენად მძიმედ აქვთ მდგომარეობა, რომ აღარც ერიდებიან და პირდაპირ ასეთ განცხადებას აკეთებს", - განაცხადა ყაველაშვილმა.

„ნაცმოძრაობის" წევრმა გიორგი ჩალაძემ ტვ „პირველის" ეთერში განაცხადა: გაუშვით მიშა, მე გაძლევთ პირობას, ბიძინას გაყინულ ფულს, მე ჩავუდგები სათავეში, რომ გავათავისუფლებინო.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×