რეზონანსი
17.02.2023

ქუთაისის საერთაშორისო აეროპროტიდან Wizz Air-ი ​ქუთაისი-ბერლინის რეისი 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა.

არსებული ინფორმაციის საფუძველზე, მგზავრებმა რეისზე ქვეყანაში არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარების გამო დააგვიანეს.

როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადეს, მგზავრები აეროპორტში დაგვიანებით გამოცხადდნენ.

„განცხადებას გავავრცელებთ, ამ დროისთვის დეტალებს ვარკვევთ. მგზავრებმა რეისზე დააგვიანეს, დახურული იყო უკვე ყველაფერი. რეგისტრაციის გავლის დრო დასრულებული იყო, შესაბამისად ავიაკომპანიისგან მივიღეთ დავალება, რომ არ გაგვეტარებინა ეს მგზავრები. თვითმფრინავი ქუთაისიდან ბერლინის მიმართულებით მიფრინავდა", - თქვეს აეროპორტში „რუსთავი 2"-თან

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×