რეზონანსი
17.02.2023

კიდევ ერთხელ ჩვენი მოქალაქეები ერთ რამეს ხედავენ, რომ რადიკალური ჯგუფების დღის წესრიგი აწყობილია სიყალბეზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეები ერთ რამეს ხედავენ, რომ რადიკალური ჯგუფების დღის წესრიგი აწყობილია სიყალბეზე და საქართველოს, როგორც ქვეყნის მიმართ უარყოფითი განწყობების ჩამოყალიბებაზე.

„სხვის აქციებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება და შეუძლია, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით აქციაც ჩაატაროს, დაორგანიზდეს და ა.შ. იქნება ეს ფიზიკური აქცია თუ ვირტუალური. ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება. აქ მთავარია ერთადერთი რამ, როგორია ამაზე საქართველოს მოქალაქეების რეაქცია. ვხედავთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" დააანონსა აქციები და ჩვენმა მოქალაქეებმა მათ დესტრუქციულ, რადიკალურ დღის წესრიგს უარი უთხრეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ნებისმიერ პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ ჯგუფს შეუძლია, თავისთავად ნებისმიერი სახით გამოხატოს საკუთარი მოსაზრება და ჩაატაროს აქციები, მაგრამ აქ მთავარი არის ის, რომ შევხედოთ რა არის საქართველოს მოქალაქეების პასუხი ამასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ჩვენი მოქალაქეები ერთ რამეს ხედავენ, რომ რადიკალური ჯგუფების დღის წესრიგი აწყობილია სიყალბეზე და საქართველოს, როგორც ქვეყნის მიმართ უარყოფითი განწყობის ჩამოყალიბებაზე. სწორედ ამიტომ, ჩვენი მოსახლეობა უარს ეუბნება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×