რეზონანსი
28.02.2023

ლევან იოსელიანს ჩემი ხმა ექნება, რადგან, პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ლევანი ყველაზე მისაღები კანდიდატია. ვფიქრობ, რომ მის წინააღმდეგ არგუმენტი „ქართულ ოცნებასაც" არ ექნება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

„ლევანი ადამიანის უფლებებში ერკვევა და მხარს უჭერს ქალთა უფლებების დაცვას. ასევე, მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივებს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების ცვლილებაზე და ა.შ. 12 პუნქტიდან ერთ-ერთი ვალდებულების შესრულება სასიცოცხლო საკითხია და ამ შემთხვევაში ადეკვატური კანდიდატია", - განაცხადა კორძაიამ.

პოლიტიკური ჯგუფის - „მოქალაქეების" თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილმა სახალხო დამცველობის კანდიდატად ჯგუფის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი წარადგინა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×