რეზონანსი
28.02.2023

ხათუნა სამნიძე სახალხო დამცველის თანამდებობაზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას. „რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი აღნიშნავს, რომ „მოქალაქეების" წევრი ისეთი კანდიდატია, რომელსაც როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი გუნდის მხარდაჭერა ექნება.

„უმნიშვნელოვანესია ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდნენ ისეთ კანდიდატზე, ვისაც ორივე მხრიდან ექნება მხარდაჭერა და შესაძლებელი იქნება კონსენსუსი. ამის გარდა, ვიცით, რომ 12 პუნქტში ასეთ უმნიშვნელოვანესი პუნქტია - ომბუდსმენის არჩევა. ვფიქრობ, რომ ლევან იოსელიანი არის ასეთი კანდიდატურა. პარლამენტში მუშაობის პროცესი მან შეძლო, რომ ჰქონოდა პრინციპული პოზიციები პრინციპულ საკითხებზე", - განაცხადა იოსელიანმა.

პოლიტიკური ჯგუფის - „მოქალაქეების" თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილმა სახალხო დამცველობის კანდიდატად ჯგუფის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი წარადგინა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×