რეზონანსი
02.03.2023

ახმეტაში 44 წლის ბექა ონიაშვილი დაჭრეს. შემთხვევა 27 თებერვალს, ღამით მოხდა. ონიაშვილს ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული. ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ონიაშვილს ახმეტაში მცხოვრები ძმები თიღილაურები დაუპირისპირდნენ.

ერთ- ერთი ვერსიით, ისინი ონიაშვილისათვის ფულის გამოძალვას ცდილობდნენ, რასაც მხარეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

დაშავებულია კიდევ 2 ადამიანი. დაზარალებულებს მომხდარზე საუბარი არ სურთ. ერთ- ერთი მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი. ონიაშვილის მხარე კი აცხადებს, რომ მამაკაცს თოფი თავად გაუვარდა და ფეხში დაიჭრა.

ბექა ონიაშვილი ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია. თითქმის ყველა ინფრასტრუქტურულ ტენდერში მისი კომპანია იმარჯვებს. დამატებით დეტალებს "მთავარი არხი" შსს- ში არკვევს.

წყარო: "მთავარი არხი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×