რეზონანსი
02.03.2023

"ღამის კურიერთან" ინტერვიუს შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა მკურნალმა ექიმმა თამარ დავარაშვილმა, დღეს კიდევ ერთი განცხადება კლინიკა "ვივამედში" გააკეთა.

მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტისთვის მიუღებელია ციხეში ყოფნა და მიზნის მისაღწევად ყველაფრის გაკეთებას ცდილობს.

"სირცხვილია ამდენი ტყუილი, ამდენი ცილისწამება. ჩვენ წაგებულ ომში შევედით. პაციენტი მაშინაც შიმშილობდა, მდგომარეობა მძიმე იყო, მაგრამ იმის გამო, რომ პაციენტის ჰემოდინამიკური მაჩვენებლები ნორმის ფარგლებში იყო, რომელიც დღემდე გრძელდება, მოთავსდა თერაპიულ პალატაში. ფსიქიატრებმა, ვისაც სააკაშვილი ციხეშიც ნანახი ჰყავდა, დაუსვეს დიაგნოზი, რომ ერთი არის ხანგრძლივი დეპრესიის ზემოქმედება და მეორე არის პატიმრობასთან შეუთავსებლობა, რომელიც მას ვერ წარმოუდგენია და ამიტომ ყველაფერს აკეთებს, რომ ამას თავი დააღწიოს. თუ იციან, რომ ეს კაცი მოწამლულია და იღუპება, მაშინ რატომ არიან ასე ინერტულები," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მკურნალი ექიმი თამარ დავარაშვილი.

​დავარაშვილმა ისევ განმარტა, რატომ აღარ არის ყოფილი პრეზიდენტის მკურნალი ექიმი, რადგან მას სააკაშვილმა სუს-ის აგენტი უწოდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×