რეზონანსი
02.03.2023

რუსეთი უარს არ ამბობს უკრაინაზე სერიოზულ მოლაპარაკებებზე, თუმცა კიევს დიალოგისკენ არავინ მოუწოდებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, „დიდი ოცეულის" საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, უკრაინა მხოლოდ ომის გასაგრძელებლად არის განწყობილი.

სერგეი ლავროვის განცხადებით, „დიდი ოცეულის" საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის საბოლოო საერთო დოკუმენტზე შეთანხმება ვერ მოხერხდა უკრაინასთან დაკავშირებით არსებული უთანხმოების გამო.

ლავროვის თქმით, ვინც ჩინეთს ემუქრება დღევანდელ პირობებში და უკრაინის კონფლიქტის ფონზე, მათი ადეკვატურობა ეჭვს იწვევს.

„დასავლეთი დაჟინებით მოითხოვდა უკრაინის ირგვლივ არსებული ვითარების ტექსტის გამეორებას, რომელიც შეთანხმდა გასულ წელს ბალიში, „დიდი ოცეულის" სამიტზე, რომელიც სრულიად უგულებელყოფს ჩვენს არგუმენტებს, რომ მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა, მათ შორის ქალბატონი მერკელის, ბატონი ოლანდის, ბატონი პოროშენკოს და თვით ზელენსკის გულწრფელი აღიარებაც კი, რომ არცერთი მათგანი არ აპირებდა მინსკის შეთანხმებების შესრულებას და მინსკის შეთანხმებების ხელმოწერის მიზანი დასავლური ინტერესების თვალსაზრისით, იყო დროის მოგება უკრაინის იარაღით შესავსებად და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ომისთვის მოსამზადებლად. მათ კატეგორიული უარი თქვეს ამ ფაქტის ხსენებაზე. ასევე, მათ უარი თქვეს ამ კონტექსტში სხვა ფაქტის მიღებაზე, რომელიც ასახავს მას შემდეგ მომხდარ მოვლენებს. ვგულისხმობ ტერორისტულ აქტს „ჩრდილოეთ ნაკადის" გაზსადენების სისტემის წინააღმდეგ. ჩვენი მოწოდება დოკუმენტურად მიუკერძოებელი, სამართლიანი გამოძიების აუცილებლობის შესახებ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა კატეგორიულად უარყვეს", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×