რეზონანსი
02.03.2023

პარლამენტში, სადაც რამდენიმე წუთში "უცხოელი აგენტების რეგისტრაციისა" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტების განხილვა უნდა დაიწყოს, ხმაურია.

კომიტეტის ოთახთან კანონპროეტების მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილები.

ადგილზე საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, რის გამოც ამ დრომდე კომიტეტის სხდომა ვერ იწყება.

საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდა. ადგილზე მისული უმრავლესობის დეპუტატები ხმაურითა და შეძახილებით - "არა რუსულ კანონს" - შეაცილეს დარბაზში.

მედიაორგანიზაციის წარმომადგენლები კომიტეტის სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, სწორედ ამას მოჰყვა ხმაური და დაპირისპირება ადგილზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×