რეზონანსი
02.03.2023

სააგენტომ „აწარმოე საქართველოში" მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო გამოფენაში - MRO Middle East 2023, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ქალაქ დუბაიში გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში სააგენტოს დელეგაციამ, დირექტორის მიხეილ ხიდურელის ხელმძღვანელობით შეხვედრები გამართა გლობალურ MRO კომპანიებთან და საქართველოს თვითმფრინავების მომსახურების ცენტრის პროექტის განვითარების პერსპექტივები განიხილა.

„ჩვენი თანამშრომლობა სპარსეთის ყურის ქვეყნებთან უფრო მეტად ღრმავდება . აქტიურად ვმუშაობთ თბილისში თვითმფრინავების შეკეთების ანგარიშის საინვესტიციო პროექტზე." - მიხეილ ხიდურელი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი.

წამყვანი საკონსულტაციო კომპანია Frost & Sullivan-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს აქვს პოტენციალი თვითმფრინავების მომსახურების რეგიონალური ჰაბი გახდეს. მნიშვნელოვანია, რომ კვლევა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და USAID/საქართველოს მხარდაჭერით მომზადდა.

MRO Middle East 2023 რეგიონში ყველაზე მსხვილი ღონისძიებაა, რომელიც ავიაციის მომახურების, ნაწილების წარმოების, ავიახაზების წარმომადგენელბისა და ექსპერტებს უყრის თავს.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციას ყოველწლიურად ესწრებიან მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიის მენეჯერული და გადაწვეტილების მიმღები პოზიციების მქონე პირები. მიმდინარე წლის ღონისძიებას 5,000-მდე მაღალი რანგის დელეგატი დაესწრო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×