რეზონანსი
02.03.2023

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დღეს 18:00 საათზე პარლამენტთან აქცია დაანონსა.

"სასწრაფოდ გამოდით ქუჩაში ვბისაც შეგიძლიათ, ეს ბრძოლა არის თითოეული ქართველის. სამსახურებს მორჩებით და მოდით რუსთაველზე",- თქვა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც პარლამენტის დარბაზიდან ოპოზიციონერი დეპუტატები ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანეს, ჟიული შარტავას დარბაზიდან პირდაპირი ტრანსლაცია ჩართეს. გაერთიანებული კომიტეტების სხდომა, ნიკოლოზ სამხარაძის თავმჯდომარეობით დაიწყო.

საგარეო, თავდაცვისა და უშიშროების გაერთიანებულ კომიტეტზე "ქართული ოცნება" რუსულ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავს.

დარბაზში იმყოფებიან "ქართული ოცნების" დეპუტატები და მათი დანაყოფი - "ხალხის ძალა", ასევე პროპაგანდისტები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში საგანგებოდ მოაბილიზეს.

დარბაზში ოპოზიციის ნაწილიც იმყოფება.

დარბაზი დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ოპოზიციას ჰქონდა პიკეტირებული, თუმცა სუს-ისა და მანდატურის სამსახურმა ისინი დარბაზიდან გააძევა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×