რეზონანსი
03.03.2023

ლარის კურსი შეუქცევადად მყარდება. გამყარების პროცესი, როემლიც შარშან დაიწყო, წელსაც გრძელდება. მხოლოდ მიმდინარე წელს, ქართულმა ფულმა პოზიციები 10-11 პუნქტით გაიუმჯობესა. დღეისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, 1 ამერიკული დოლარი 2.60 ლარი ღირს, ხოლო ერთი ევრო 2.76 ლარი.

ასეთი დადებითი ეფექტის მიუხედავად, ქვეყანაში პროდუქცია არ აიფდება. სწორედ ამის მიზეზებზე საუბრობს საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ვიცე-პრეზიდენტი, ფინანსისტი ნიკა შენგელია.

„ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 5 წლიან მინიმუმზე ჩამოვიდა, მიუხედავად ამისა მოსახლეობა პროდუქტებსა და მომსაურეობაზე ფასების კლებას ვერ ხედავს. მოდით დავიწყოთ თავიდან და ავხნათ სად მარხია ამ პრობლემის „ძაღლის თავი".

ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, შემდეგ მომდევნო თვეებშიც, ჩემს გამოსვლებში ყოველთვის ვაფიქსირებდი, რომ 2023 წლის პირველ კვარტალში ველოდებით ინფლაციის მაჩვენებლის შემცირებას, მაგრამ სურსათზე და მომსასურეობაზე ფასები არ დაიკლებს და უკეთეს შემთხვევაში, შეიძლება არ გაიზარდოს-მეთქი. პროგნოზი არ შეგვიცვლია და როდესაც გამოვა აპრილის თვის მონაცემები, დავინახავთ, რომ ინფლაცისს მაჩვენებელი გვექნება 7% თან მიახლოებული, მაგრამ ფასები გვექნება უცვლელი.

როგორც ამ დღეებში მოვისმინეთ, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა ახლა აღმოაჩინა, რომ თურმე პროდუქტებთან მიმართებაში, იმპორტიორის ფასსა და საცალო ფასს შორის სხვაობა 80-100% ია. ეს რომ ასეა უკვე წლებია და ახლა არ მომხდარა. მთავრობამ ამ საკითხში მსხვილი სავაჭრო ქსელები დაადანაშაულა და საკითხის გარკვევა კონკურენციის სააგენტოს დაავალა. იმპორტიორებიც ხელს მსხვილი სავაჭრო ქსელების მიერ თვითნებურად დაწესებულ შიდა პოლიტიკას აბრალებს. კერძოდ, არახალია, რომ დიდი ქსელები საქონლის მიმწოდებალს, იმორტიორს ავალდებულაბს დაუბრუნოს ე.წ. „ქეშბექი" გაყიდული საქონლის შემოსავლიდან, აღნიშნული „ქეშბექის" ზომა ხშირ შემთხვევაში მერყეობს 15%-25% -ს შორის, თან ისე, რომ ქსელი მოგების მარჟას 5%-10% ზე მეტს არ ადებს. საცალო გაყიდვამდე, პროდუქტის ფასი გადის შემდეგ ციკლს: იმპორტიორი (რომელიც უყურებს ვალუტის კურსს), დისტრიბუცია (ასევე ითვალისწინებს ვალუტის კურსს და საწვავის ფასს), სავაჭრო ქსელი და ბოლოს მომხმარებელი. აღნიშნულ ციკლში ყველა მონაწილე (მომხმარებლის გარდა) ცდილობს მიიღოს მაქსიმალური მოგება. მიუხედავად იმისა ლარი გამყარებულია არახალია, რომ იმპორტიორს არა აქვს გარანტია იმისა, როდესაც საწყობიდან გატანილი პროდუქტის რეალიზაციის შემოსავალს უკეთეს შემთვევაში, მაქსიმუმ 3 თვის განმავლობაში, დაიბრუნებს უკან, ლარის კურსი იგივე დახვდება. ამიტომაც ის გასაყიდ ფასში კურსს ითვალისწინებს იმაზე მეტს, ვიდრე რეალურად არის საქონლის გაცემის დროს. ეს ერთი ფაქტორი თუ რატომ არის პროდუქტებზე ასეთი დიდი ფასნამატი.

ახლა აღნიშნულ პრობლემას შევხედოთ სხვა მხრიდან. ასევე წლებისა და თვეების წინ ვამბობდით, რომ მსოფლიო ეკონომიკურ ცხოვრებაში დრო დადგა ისეთი, რომ მიუხედვად ინფლაციის მაღალი პროცენტისა, ჩვენი სებ -ს საპროცენტო განაკვეთი იქნებოდა 7% თუ 11% ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნება მეთქი, ინფლაციური პროცესები ვერ მოითოკებათქო. ამის დასტურად შემიძლია მოვიყვანო შემდეგი მაგალითი, თურქეთში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი დღეის მონაცემებით არის 57,68% ი, საპროცენტი განაკვეთი კი 8,5% -ი. აზერბაიჯანშიც წლიური ინფლაცია არის 13,6% ხოლო საპროცენტო განაკვეთი 8,5%, რუსეთში წლიური ინფალია არის 11,8% ხოლო საპროცენტო განაკვეთი 7,5%.

ასევე ის ფაქტი, რომ საწვავის ბიზნესში, არსებობს „კარტელები" და მისი ფასიც ბრენდულ ავტოგასამართებზე 80- თეთრიდან 1 ლარამდეა გაზრდილი ამის დარეგულირება პროდუქტების შემომტან იმპორტიორსა და სავაჭრო ქსელების ადმინიტრაციას რომ არ ხელეწიფება ესეც გასაგებია. 11% იანი საპროცენტო განაკვეთით რომ იმპორტიორისათვის ფული ძვირია და ვერ შემოიტანს იაფად პროდუქციას ვერ შემოგთავაზებს ესეც გასაგებია.

118% ით გაძვირებულ ხახვს, 79% ით გაძვირებულ სიმინდის ფქვილს, 130% ით გაძვირებულ შედედებულ რძესა და ა.შ სხვა პროდუქტს, ქართველი მეწარმე 11% იანი საპროცენტო განაკვეთის პირობებში იაფად, რომ ვერ მიაწვდის მოსახლეობას ესეც გასაგებია.

მოკლედ, რომ ვთქვათ მიუხედავად იმისა, რომ ლარის კურსი გამყარებულია, პროდუქტებზე გაზრდილ ფასებზე, მხოლოდ იმპორტიორებსა და სავაჭრო ქსელებისათვის ხელის გაშვერა და დადანაშაულება არაა სამართლიანი. ამ საკითსში, რომ სებ-ის ფულად-საკრედიტო და მთავრობის ფისკალური პოლიტიკის ხელიც ურევია ესეც ცხადია", - წერს სოციალიურ ქსელში ნიკა შენგელია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×