რეზონანსი
03.03.2023

გიორგი ვაშაძეს მილიონი ხელმოწერის შეგროვება რომ შეეძლოს თავის სასარგებლოდ, უცხოეთში რომ მიდის, სადარბაზოსთან არ მისცემდა ინტერვიუებს და პარლამენტში ოთხი რომ შემოვიდა და ორი დარჩა, ასე არ მოხდებოდა, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილი გამოეხმაურა გირჩი - მეტი თავისუფლების", „დროას" და „სტრატეგია აღმაშენებლის" კამპანიას „მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის".

გურამ მაჭარაშვილის თქმით, გიორგი ვაშაძეს მხარდამჭერები არ ჰყავს.

„გიორგი ვაშაძე ტრიბუნასთან რომ პოზირებს და ხან მარცხნივ იხედება, ხან მარჯვნივ, ეს არ ნიშნავს, რომ მას მხარდამჭერები ჰყავს. გუშინაც გამოაჩინა ის, რომ აქეთ-იქით მაგიდებს ურტყამდა და თან ყვიროდა, აბა, მიდით, გამიყვანეთო - მანდატურებს დაჭერობანას ეთამაშებოდა. თან ამბობდა, კონსტიტუციიდან გამომდინარე სხდომა ჩავატაროთო. მგონი, მას მხარდამჭერები საკუთარი ახლობლებიდანაც არ ეყოლება", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა „საქართველოს პირველ არხთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×