რეზონანსი
03.03.2023

თბილისის მერი კახი კალაძე გუშინ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულებთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ სამომავლოდ დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებით აღნიშნა, ოპოზიციური სპექტრი იმდენად „განულებულია", რომ მათ საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვთ.

„რაც შეეხება დაკავებულებს, როდესაც ადამიანია აქციაზე სამოქალაქო წესრიგს არღვევს, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. ჟურნალისტის სტატუსი, არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს ყველაფრის უფლება აქვს. ასევეა პოლიტიკოსის სტატუსიც, ბიზნესმენის ან თუნდაც პოლიციელის სტატუსი. კანონის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანი ვართ.

იმდენად განულებულია დღეს ოპოზიციური სპექტრი, რომ საზოგადოების მხარდაჭერა მათ საერთოდ აღარ აქვთ. შეუძლებელია, ყველაფერთან მიმართებით ის დამოკიდებულება ჰქონდეთ, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ. არანაირი შინაარსი, არანაირი ლოგიკა. აქედან გამომდინარე, საზოგადოებას მათდამი შესაბამისი დამოკიდებულება აქვს. არ მინდა მათ გეგმასა და ხედვებში შევიდე. აქციების დაანონსება მათი გადაწყვეტილებაა", - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აქცია პარლამენტთან მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველოს პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტებს განხილვა დაიწყო. პარლამენტის შენობაში და მის გარეთ, ხმაურისა და პროტესტის ფონზე კომიტეტმა „ხალხის ძალის" მიერ შეთავაზებულ ორივე საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.

აქციის მიმდინარეობის პროცესში 36 ადამიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს. მათგან 29 მათგანი ადმინისტრაციულ პატიმრობაში რჩება, 7 გათავისუფლებულია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×