რეზონანსი
03.03.2023

რა თქმა უნდა პრობლემაა, მათ შორის ჩემი კოლეგების არათანმიმდევრულობა, არ შეიძლება ერთდროულად დაიწყო კომიტეტის ჩატარება ან ჩაშლა, - ამის შესახებ „გირჩის" წევრმა, დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

„ისე გამოვიდა, რომ ჩემი კოლეგების ნაწილმა უბრალოდ კამერების წინ იჩხუბა და წავიდა. დრამა დადგეს. თუ ჩაშლაა, უნდა ჩაშალო. თუ არ აპირებ ჩაშლას, მაშინ დრამას რატომ დგამ? ხალხს მაინც აუხსენი, რამდენად მავნებლური კანონია. არგუმენტირებული პოზიცია დაიკავე", - განაცხადა რაქვიაშვილმა.

ხალხის ძალის მიერ ინიცირებული კანონპროექტების საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განხილვა დასრულდა და განსახილველად წამყვან, იურდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.

14 თებერვალს „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი დააინიცირა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი დაიწუნა და მასში გარკვეული საფრთხე დაინახა.

21 თებერვალს კი „ხალხის ძალის" ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მოძრაობა კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიასაც წარადგენს, რომელიც ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანი იქნება. კანონპროექტის ორივე ვერსია ვენეციის კომისიაში გაიგზავნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×