რეზონანსი
03.03.2023

ხედავთ ოპოზიციის დღის წესრიგს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს 12-პუნქტიანი გეგმა იყოს შესრულებული, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთების წლისთავთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, უპასუხისმგებლო ოპოზიციას საერთოდ არ აინტერესებს ქვეყნის მომავალი და ევროინტეგრაცია.

„ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ განცხადებები, რომ საკმაოდ გრძელი გზაა გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ევროინტეგრაციის გზაზე, რომელიც არის საკმაოდ რთული, ყველა ნაბიჯი იდგმება, რომ ჩვენი მხრიდან ყველაფერი იყოს შესრულებული.

რაც შეეხება სტატუსის საკითხს, თქვენ იცით, რომ არის კონკრეტული დათქმები. წარმოდგენილია 12-პუნქტიანი გეგმა. იქ პირდაპირ წერია, რომ ოპოზიციაც უნდა ამ ყველაფერში იყოს ჩართული, თუმცა კარგად ვიცით, რომ გვყავს უპასუხისმგებლო ოპოზიცია და მათ საერთოდ არ აინტერესებთ არც ქვეყნის ბედი, არც ქვეყნის მომავალი და არც ევროინტეგრაცია. ხედავთ მათ დღის წესრიგს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს 12-პუნქტიანი გეგმა იყოს შესრულებული", - განაცხადა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×