რეზონანსი
03.03.2023

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ჩიქოვანი პარლამენტში გუშინ განვითარებულ მოვლენებს ამაზრზენს უწოდებს. მისი შეფასებით, ამ ადამიანებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ მათთვის დემოკრატია არაფერია, გარდა სიტყვებისა და რეალურად ისინი მზად არ არიან შინაარსიან დებატებში მონაწილეობისთვის.

„ისინი ამ ქმედებებით ცდილობენ ყურადღების მიპყრობას. ოპოზიცია პრაქტიკულად გაკოტრებულია და არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი არ გააჩნია, აქედან გამომდინარე ხმაურიანი ეპატაჟით ცდილობენ საზოგადოების ყურადღების მიპყრობას", - განაცხადა ჩიქოვანმა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „უცხოური აგენტის აქტის რეგისტრაციის შესახებ" კანონპროექტების საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განხილვა დასრულდა და განსახილველად წამყვან, იურდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.

14 თებერვალს „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი დააინიცირა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი დაიწუნა და მასში გარკვეული საფრთხე დაინახა.

21 თებერვალს კი „ხალხის ძალის" ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მოძრაობა კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიასაც წარადგენს, რომელიც ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანი იქნება. კანონპროექტის ორივე ვერსია ვენეციის კომისიაში გაიგზავნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×