რეზონანსი
03.03.2023

მგონია, რომ გამჭვირვალობა არის კანონპროექტის შინაარსი, არსი, მიზანი და დანიშნულება, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს „ხალხის ძალის" კანონპროექტთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტის ერთადერთი მიზანია იმ ორგანიზაციების გამჭვირვალობა, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ და არასამთავრობო სექტორს წარმოადგენენ.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, კანონპროექტში რეპრესიული მექანიზმი არ არსებობს, არის რეგისტრაციის ვალდებულება.

„ამას დავარქმევდი გამჭვირვალობის კანონს. მგონია, რომ ეს არის ამ კანონპროექტის შინაარსი, არსი, მიზანი და დანიშნულება. ჩვენ ისეთ კაზუსებთან გვაქვს საქმე, რომ სიტყვასიტყვით ნათარგმნი ამერიკული კანონი მაინც რუსული კანონია. ქართულ კანონპროექტს არანაირი საერთო და კავშირი არ აქვს არცერთ სხვა კანონთან, მხოლოდ ირიბი კავშირი აქვს ამერიკულ კანონპროექტთან და მისი დასახელება, სადაც სიტყვა „აგენტი" ფიგურირებს, გადმოტანილია ამერიკული კანონპროექტიდან. საკითხს შინაარსობრივად თუ შევხედავთ და არა ანგაჟირებული პოლიტიკური პოზიციიდან, მაშინ დავინახავთ, რასთან გვაქვს საქმე. ერთადერთი მიზანია, რომ გამჭვირვალობა იყოს იმ ორგანიზაციების, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ და არასამთავრობო სექტორს წარმოადგენენ. საუბარი მხოლოდ გამჭვირვალობაზეა. „აგენტის" შესახებ კანონი დაარქვეს. რადგან ამ სიტყვამ გამოიწვია გარკვეული ასოციაციები, რაც გაზიარებული იქნა, მათ შორის, საკომიტეტო მოსმენისას უმრავლესობის მხრიდან, დასკვნაში პირდაპირ ჩაიწერა, რომ მეორე მოსმენისთვის უნდა გაკეთდეს ისეთი დეფინიცია დაფინანსების მიმღები ორგანიზაციის მიმართ, რომლითაც დისკრედიტაციის მატარებელი ტერმინი გამოყენებული აღარ იქნება, რადგან დანარჩენ მსოფლიოში სიტყვა „აგენტი" არ იწვევს იმ ასოციაციას, რაც საქართველოში, წარსული ისტორიიდან გამომდინარე, ამ სიტყვაზე ჩამოყალიბდა. ამიტომ ეს შენიშვნა და წუხილი გაზიარებულია. მეორე მოსმენისას როცა იქნება მსჯელობა, იქ იქნება შეჯერება. ამ კანონპროექტში რეპრესიული მექანიზმი არ არსებობს, არის რეგისტრაციის ვალდებულება", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×