რეზონანსი
03.03.2023

არ მგონია ბევრი მტკიცებულება გვჭირდებოდეს, რისი თავი აქვს ოპოზიციას, რადგან მათ მხარეს არ არის სიმართლე, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრმა განაცხადა, რითაც გუშინ, პარლამენტის წინ გამართული აქცია შეაფასა.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკაში" აღნიშნა, რადიკალური ოპოზიცია ხალხს ყოველთვის ატყუებს.

„გუშინ ვნახეთ, რომ სიმართლე რომელ მხარესაც იყო, იმან გაიმარჯვა. როდესაც შენ თეთრზე ამბობს, რომ შავია, ხალხი, მათ შორის არც შენი მომხრე არ გამოგყვება. როდესაც ამბობ, რომ ამ კანონში წერია რუსული და როდესაც ხალხი წაიკითხავს და ნახავს, რომ ის არის ამერიკული, რა თქმა უნდა ხალხი არ გამოგყვება. აქედან გამომდინარეობს მათი აქციების მარცხი, რადგან მათ მხარეს სიმართლე არ არის. საზოგადოებას ისინი ყოველთვის ატყუებენ და ბუნებრივია „ხალხის ძალა" ამას ყოველთვის უზრუნველყოფს, რომ საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს", - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილი.

გუშინ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი, რუსთაველზე გააპროტესტეს. ლევან ხაბეიშვილის მოწოდების შემდეგ, პარლამენტთან აქცია გაიმართა.

2 მარტს, პარლამენტში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვამდე ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×