რეზონანსი
03.03.2023

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლატვიის პრეზიდენტთან ეგილს ლევიტსთან გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ დარწმუნებულია უკრაინა თავის სატანკო არმიას მალე მიიღებს.

„არტილერია - ესაა ნომერი პირველი იმ ჩამონათვალიდან, რაც გვჭირდება, ისევე, როგორც სისტემები, ამუნიცია და დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, რათა რუსეთი გავაჩეროთ. მათ ტერიტორიას კი არ ვესროლოთ, არამედ ჩვენიდან გავაგდოთ", - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის გადაცემის დასაჩქარებლად საჭიროა „საჯაროდ საუბარი იმაზე, რა არ გვყოფნის". მისი თქმით, სახელმწიფოებს, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან, შეუძლიათ სრულიად საჯაროდ მხარი დაუჭირონ ამა თუ იმ იარაღის გადაცემას.

„ასევე თვითმფრინავები, თვითმფრინავების დეფიციტია. ამაზე ვისაუბრეთ და თანხმობა გვაქვს დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის მხრიდან. დღეს ვესაუბრეთ ჩვენს პარტნიორებს ლატვიიდან, ლიტუვიდან და ესტონეთიდან სად შეუძლიათ მოსამზადებელ მისიებში დაგვეხმარონ", - განაცხადა ზელენსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×