რეზონანსი
07.03.2023

როგორც ეკა ხერხეულიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ე.წ.უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის მიღებით, ცდილობენ, საქართველოს მოსახლეობის 80%-ის პოლიტიკური გემოვნება შეცვალონ. რაც არ უნდა შოპენი დაგეკრათ, ქალბატონო ელისო, თქვენს შთამომავლობას მაინც მოღალატის სახელითა და გვარით დაამახსოვრდებით, - ამ სიტყვებით „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დეპუტატმა, ეკა ხერხეულიძემ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძეს, პლენარულ სხდომაზე მიმართა.

„ნებისმიერი კანონის არსებობასა და დანერგვას თავისი შინაარსი უნდა ჰქონდეს. მთელი დასავლეთი გეუბნებათ, რომ ეს კანონი ამერიკული არ გახლავთ. მაინტერესებს, ვის დაკვეთას ასრულებთ, გარდა რუსეთისა? ვინ არის თქვენი მოკავშირე, გარდა რუსეთისა? მარტო ხართ ამ სამყაროში და საკუთარ ქმედებას ვერ აფასებთ. მონის ფსიქიკა ასეთია. მიუხედავად ამისა, სამშობლოს ღალატის ფასს აუცილებლად გადაიხდით. რაც არ უნდა შოპენი დაგეკრათ, ქალბატონო ელისო, თქვენს შთამომავლობას მაინც მოღალატის სახელითა და გვარით დაამახსოვრდებით.

საქართველოს მოსახლეობის 80% გეუბნებათ, რომ მათი არჩევანი დასავლეთია. თქვენ, უმცირესობაში მყოფნი, რომლებიც ერთი მდიდარი ადამიანის სიმპათიით სარგებლობთ, ფიქრობთ, ქართველი ხალხის პოლიტიკური გემოვნება როგორ შეცვალოთ. მსგავსი ქმედება ძალიან ძვირი დაუჯდა ყველას და ამას ვერც თქვენ გადაურჩებით", - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×