რეზონანსი
07.03.2023

პარლამენტმა „ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული აგენტების შესახებ ამერიკული კანონის პირველი ვარიანტი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 13 წავიდა.

მანამდე ცვლილებები შინაარსობრივად წარადგინა საკითხის მომხსენებელმა, გურამ მაჭარაშვილმა.

კანონპროექტის განხილვა ხუთშაბათს, 9 მარტს უნდა დაწყებულიყო, თუმცა როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ოპოზიციის მოსალოდნელი ბოიკოტის გამო, უმჯობესად მიიჩნიეს, კანონპროექტის განხილვა დღეს დაეწყოთ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×