რეზონანსი
07.03.2023

შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის იმ ნაწილს მიმართა, რომლებმაც მამუკა მდინარაძის სიტყვით გამოსვლის დროს პროტესტი მაგიდაზე ბრახუნით გამოხატეს.

„სამწუხაროა, რომ უმრავლესობის ფრაქციის ხელმძღვანელის გამოსვლის დროს იყო ასეთი რეაქცია. ერთ რამეს გირჩევდით - თუკი თქვენი აღშფოთება ასეთი გულწრფელია, ამ ბრახუნის დროს არ უნდა გეღიმებოდეთ. არ შეიძლება ასე. ხალხს ზაფრავთ, ატყუებთ და იცინით აქ პროტესტის დროს. არ შეიძლება ასე. ეს არის უპატიოსნობა. სიცილ-სიცილით პროტესტი მე არ გამიგია. გულში ასე აღშფოთებულები რომ იყოთ, პირზე ღიმილი არ გექნებოდათ ამ ბრახუნის დროს. ეს ღიმილი აჩვენებს თუ რამდენად ხელოვნურია თქვენი აღშფოთება", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×