რეზონანსი
07.03.2023

„გამყიდველი შეყუჟულია თავის კაბინეტში და იქიდან ვერ გამოდის. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ეს ხალხი ქუჩაში მართლა ვეღარ გამოდიოდეს, რომ შეაფურთხოს ყველა ქართველმა, ვინც მათ შეხვდება იმიტომ, რომ ეს ხალხი არის საკუთარი ქვეყნის გამყიდველი. პაპუაშვილი, ვიღაც არარაობა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარე გახდა, საკუთარ ქვეყანას გადაუფორმებს რუსეთს, ოღონდ ამ კაბინეტიდან არ გამოეთრეს. აი, ეს არის ერთადერთი დღის წესრიგი. ორი ქალისგან იცავს მთელი სპეცრაზმი", - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარლამენტის შესასვლელებთან სპეციალური დანიშნულების რაზმი განლაგდა. ტერიტორიაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ცოტა ხნის წინ დაპირისპირება მოხდა. სპეცრაზმელებმა ქუჩა გადაკეტეს და აქციის მონაწილეებს შესაძლებლობას არ აძლევენ პარლამენტის უკანა შესასვლელისკენ გადაინაცვლონ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ - „რუსებო", მონებო".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×