რეზონანსი
07.03.2023

ხათუნა სამნიძის თქმით, ის და თამარ კორძაია პარლამენტის თავმჯდომარის ოთხიდან ძალადობრივად გააძევეს. „რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის თქმით, ქალმა დეპუტატებმა შალვა პაპუაშვილთან შეხვედრა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე წყლის ჭავლის გამოჩენის შემდეგ გადაწყვიტეს.

„წამოვედით მასთან სასაუბროდ. რას აპირებს ხელისუფლება, არ შეიძლება დარბევა მშვიდობიანი მომიტინგეების. ერთადერთი მოთხოვნაა, რომ გაიწვიონ კანონი. დაიმალა. მე და თამუნა [კორძაია] შევედით. გვინდოდა საუბარი მასთან. ჯერ დაიმალა. არ ვიცი სად არის, კარადაში დაიმალა. ჩაგვიხშეს ლაივი, იმიტომ რომ ლაივი გვქონდა ჩართული. არ შეგვხვდა, დაიმალა და მერე ძალის გამოყენებით გამოგვაგდეს იქიდან", - აცხადებს სამნიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×