რეზონანსი
07.03.2023

შალვა პაპუაშვილი, ირაკლი კობახიძე, ნებისმიერი ადამიანი, ვინც დღეს ამას აკეთებს, პასუხს აგებს ყველა შემთხვევაში, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გაიქცა, როგორც ლაჩარი.

„ჩვენ ვისხედით შალვა პაპუაშვილის ცარიელ ოთახში, სადაც ის, როგორც ლაჩარი, უბრალოდ გაიქცა. ხელით გვათრიეს მე და ხათუნა სამნიძე. მაშინ დაგვიწყეს ხელით თრევა, როდესაც მიტინგს ვიღებდით ზემოდან. ჩვენ ვიცით, რომ მიტინგს დაარბევენ. შალვა, ხომ უნდა მოხვიდე ხვალ ამ პარლამენტში, ხომ უნდა დაგელაპარაკო ყველას?!" - მიმართა კორძაიამ პაპუაშვილს.

ცნობისთვის, პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს წყლის ჭავლი გაუშვეს. სპეცრაზმი მობილიზებულია როგორც ჭიჭინაძის, ისე ჩიტაძის ქუჩებზე. შსს ხმოვანი სიგნალით აფრთხილებდა აქციის მონაწილეებს და მიმდებარე ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებდა. აქციის მონაწილეები პროტესტს განაგრძობენ. სპეცრაზმის წინ მოქალაქეებმა საქართველოს დროშები გაშალეს. აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ მათი ქმედება მშვიდობიანია და დაშლას არ აპირებენ. აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×